თავში

ბიტკოინის ღირებულებამ $40 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $40 000-ს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულებამ $40 000-ს გადააჭარბა

26 ივლისის 23:14 საათისათვის სავაჭრო სესიის დროს ბიტკოინის ღირებულება 17.2%-ით გაიზარდა და 40 233 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა, დღეისათვის ბიტკოინის ღირებულება კვლავ შემცირდა და 37 254.82 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ევროკავშირი ბიტკოინზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system