თავში

ბიტკოინის ღირებულებამ $56,000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $56,000-ს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულებამ $56,000-ს გადააჭარბა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბიტკოინმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და 20 თებერვლის მდგომარეობით $56,000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება 7,8%-ით გაიზარდა.

galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდას ხელი შეუწყო ვოლ სტრიტის გიგანტების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა, მათ შორის BNY Mellon და Mastercard.

ანალიტიკოსებს არც ის ავიწყდებათ, რომ 8 თებერვალს, ელონ მასკის ტესლამ დაანონსა კრიპტოვალუტაში რეკორდული $1.5 მილიარდი ინვესტიციის შესახებ, რამაც ბიტკოინის ფასის ზრდას შეუწყო ხელი.

ცნობისთვის, Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

შეგახსენებთ, ბიტკოინისადმი ინვესტორების ნდობა იზარდება. ინვესტორთა აზრით, 2021 წლის ზრდა განსხვავდება 2017 წელს არსებული ზრდისგან (რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ვარდნით დასრულდა), რადგან ახლა ბიტკოინის ინვესტორები არა მხოლოდ საცალო ინვესტორები, არამედ მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები და უოლ სტრიტის მილიარდერები არიან.

ელექტრონულ ფულს მომავლის ფულს უწოდებენ. ელექტრონული ფული ესაა ვირტუალური ფულის ერთეული, გადახდის საშუალება, რომელიც არსებობს მხოლოდ ელექტრონულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ჩანაწერის სახით. კრიპტოვალუტის უპირველესი და ძირითადი სახეობაა ბიტკოინი. კრიპტოვალუტის მოპოვების ანუ მაინინგისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან კომპანია AMD-ს ბოლო ვერსიის ვიდეო ბარათებით, კვების ბლოკებით, გასაცივებელი საშუალებებით და სხვ.

კრიპტოვალუტის მაინინგი დაიწყო საფრანგეთში, ისლანდიაში და საქართველოში 2014 წელს საკუთარი მოწყობილობების ბაზაზე. მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ მოიპოვება 3600 ბიტკოინის მონეტა. 2017 წლის ნოემბრის ბოლოსათვის დაახლოებით მოპოვებული იყო ბიტკოინის 60%. ბიტკოინების გამოშვება ზედა ზღვარს – 21 მილიონს სავარაუდოდ მიაღწევს 2040 წელს.

2016 წელს საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება მოხდა მიწის კადასრტის აღრიცხვის მიზნით.

გარდა იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება ამცირებს სისტემის უსაფრთხოების დონეს, იგი იწვევს დოკუმენტების გაფორმების პროცესების დროის ეკონომიას, მიწაზე უფლების რეგისტრაციის ხარჯების შემცირებას საშუალოდ 50-200 დოლარიდან 5-10 ცენტამდე. კომპანია BitFury დღეისთვის წარმოადგენს ბლოკჩეინის პლატფორმის მაინერ-შემქმნელს. ბლოკჩეინის ერთი ტრანზაქციის ღირებულება შეადგენს 4 ცენტს, ტრანზაქციის დრო კი – 8 წუთს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system