თავში

ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა $100 000-ს გადააჭარბოს

ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა $100 000-ს გადააჭარბოს
ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა $100 000-ს გადააჭარბოს

ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ის პროგნოზით, ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბოს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წერს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბიტკოინის ფასის რეკორდული ზრდა იმაზეა დამოკიდებული დაიკავებს თუ არა ციფრული ვალუტა ოქროს ბაზრის წილს.

ბიტკოინს "ღირებულების მარაგის" ბაზრის 20% უკავია, რომელიც ოქროსა და ბიტკოინისგან შედგება. ოქროს ღირებულება, რომელიც ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომია $2.6 ტრილიონს აღწევს. თუ ბიტკოინის წილი "ღირებულების მარაგის" ბაზარზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში  50%-მდე გაიზრდება, ციფრული აქტივის ფასი $100 000-ს მიაღწევს. 

2021 წლის ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე ბიტკოინის 913 000 ახალი საფულე შეიქმნა. წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ქსელს 1 მილიონამდე ახალი წევრი შეუერთდა.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system