თავში

ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის

ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის
ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის

2021-24 წლებში საქართველოში მწვანე ეკონომიკა გააქტიურდება. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ბიზნესმა და კანონდებლებმა. გუშინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გამგებლობას მიკუთვნებულ მიმდინარე საკითხებზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

როგორც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ დეპუტატებს განუცხადა, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კანონში ცვლილებებს მიიღებს, 85 კომპანია ავტომატურად კანონდამრღვევი ხდება. მისი თქმით, კომპანიებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობები, რომელიც ამ კანონით გაუჩნდებათ, შეასრულონ.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, დიდი ხანი მიდიოდა ამ თემაზე დისკუსია, მეტ-ნაკლებად კომპრომისებიც შედგა, მაგრამ ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებამ, პანდემიამ ვითარება გაურთულა კომპანიებს და კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, რომელიც ინსტრუმენტული მონიტორინგის დანერგვას შეეხება, კიდევ უფრო მძიმედ იმოქმედებს საწარმოების მდგომარეობაზე. შესაბამისად, ისინი მიღების შემთხვევაში კანონის ამოქმედების ვადის გადავადებას ითხოვენ.

ამასთანავე, მიუხედავად გარკვეული წინაპირობებისა, ფაქტობრივად ყველა თანხმდება იმაში, რომ საწარმოო ციკლები არის მოსაწესრიგებელი, რათა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში ადამიანებისათვის ჯანსაღი გარემო შეიქმნას. არასწორ საწარმოო ციკლებს არ უნდა გაუხანგრძლივდეს არსებობის ვადა, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს ქმნის ქვეყანაში. კანონპროექტის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებისთვის ახალი კანონპროექტით ადმინისტრაციული ჯარიმები შემოდის. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუმცა მისი ამუშავების შემდეგ, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, შეიძლება მისი მოხდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივად დასჯადია ის ქმედება, რომლისთვისაც ახალი კანონპროექტით ადმინისტრაციული ჯარიმები შემოდის, თუმცა უფრო ეფექტიანი, ბიზნესსექტორთან მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ სამინისტრო ხვალვე პროაქტიურად გააცნობს მათ ინფორმაციას იმ ნივთიერებების შესახებ, რომელთა მონიტორინგის ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს, რაც კანონმდებელთა აზრით, ბიზნესს მისცემს დროს იმისთვის, რომ შეისყიდონ შესაბამისი მონიტორინგის აპარატები.

სხდომაზე კომიტეტმა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ასევე განიხილა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა და მწვანე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.

ცნობისთვის, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით, 1 ივნისიდან საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებულია დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა აღრიცხვა განახორციელოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. მათ გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა და ახალი ვალდებულებები მას საგადასახადო ტვირთს კიდევ უფრო დაუმძიმებს. ვეფხვაძის მტკიცებით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის და საწარმოო გადაიარაღებისთვის ბიზნესი მზად არ არის. მისივე აზრით, ბიზნესს ცოტა დრო რჩება. სამინისტროს 1 იანვრისთვის უნდა გამოექვეყნებინა სტანდარტების ნუსხა, ანუ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რაზეც მონიტორიგის მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს, თუმცა, ეს ჩამონათვალი ღემდე არ გასაჯაროვებულა. ამიტომაც ვეფხვაძე ამტკიცებს, რომ 1 ივნისამდე საწარმოები ვერ მოასწრებენ მოწყობილობების დამონტაჟებას. ეს თეორიულადაც კი გამორიცხულია.

 თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system