თავში

ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებას ითხოვს

ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებას ითხოვს
ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებას ითხოვს

ბიზნესი ხელისუფლებას პანდემიის პერიოდზე მორგებულ 1-წლიან საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტის მომზადებას სთხოვს.  რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი report.ge-ს უხსნის, რომ ბიზნესისთვის სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეს, რას სთავაზობს მას ხელისუფლება, რა ვალდებულებები თუ შეღავათები უჩნდება მას უახლოეს მოკლე და საშუალოვანიან პერიოდში იმისტვის, რომ გეგმა ააწყოს. 

"ველით მთავრობისგან კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რას შემოგვთავაზებენ მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო შეღავათები ამოიწურება. ვგულისხმობ 6 თვიან საშემოსავლო გადასახადის შეღავათსა და ქონების გადასახადის გადავადებას. ასევე გვაინტერესებს თუ აქვს მთავრობა რამე გეგმა, როგორ უნდა აღდგეს გაკოტრებული კომპანიები. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 2 წლით სასტუმროებისთვის დღგ-ის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა; ასე მოხდა ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში. გვინდა მთავრობასთან შეხვედრა, რომ ვისაუბროთ, რისი შემოთავაზების რესურსი და სურვილი აქვთ. თუ ვერაფერს შემოგვთავაზებენ, ესეც უნდა ვიცოდეთ, რადგან კრიზისმენეჯმენტისას კომპანიებისთვის ეს ინფორმაცია გადამწყვეტია. როცა ბიზნესის გაცოცხლება იწყება, მენეჯერმა უნდა იცოდეს, რა გადასახადები ექვება, ან რა შეღავათები. ძალიან ცუდია ამ ტიპის კომუნიკაცია რომ არ აქვს მტავრობას ბიზნესთა. საინფორმაციო ვაკუუმი კარგის მომასწავებელი არაა," - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი report.ge-სთან. 

მთავრობასთან კომუნიკაციის ნაკლებობასა და საგადასახაო შეღავათების აუცილებლობაზე საუბრობენ საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლებიც. მართალია გუშინ თბილისის მერმა ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებული 500-ზე მეტი მოქალაქისა და 50-ზე მეტი საკლუბო ორგანიზაციისთვის 2 მლნ. ლარიანი მხარდაჭერის პაკეტი გამოყო, თუმცა ეს დახმარება, საკლუბო ბიზნესის წამომადგენელტა განმარტებით ოდნავადაც ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს რაც სექტორმა დახურვით მიიღო. მათი განმარტებით, სექტორის ამოსუნთქვისთვის მინიმუმ 2-წლიანი საგადასახადო შეღავათები მეტ-ნაკლებად იქნება წნეხის შემამსუბუქებელი. საუბარია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე.

"ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. ბოლო 6 თვეში ბარის პროდუქციაზე ფასები 25%-ით არის აწეული, ეს მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშია ასეთი ტენდენცია. პლუს შემოსავლები შემცირებულია ჯერ დახურვის და შემდეგ დაბალი მოთხოვნის გამო. ერთჯერადი  სუბსიდიები რეალურ სურათს ვერაფრით შეცვლის, თუ არ მოხდა საგადასახადო შეღავათების დაწესება. სხვა ქვეყნებში ბარები მხოლოდ მცირე ხნით გააჩერეს და საშეღავათო პაკეტები მისცეს. ჩვენ მხოლოდ ასე გადავრჩებით,”, - გვეუბნება კლუბ "რივედანსის" თანამფლობელი გვანცა ჭანიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system