თავში

ბიზნესისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გაიზარდა

ბიზნესისთვის ​ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გაიზარდა
ბიზნესისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გაიზარდა

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინისტრის შეფასებიტ, საჯარიმო თანხები საკმაოდ მაღალია და ის 10 000, 20 000, 50 000 ლარს უტოლდება განმეორადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება დაშვებულ ნორმებთან შედარებით.

„სანქციების კუთხით მნიშვნელოვანია ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ძალიან ხშირად მოსახლეობა ითხოვს ისეთი ბიზნეს-ოპერატორების დაჯარიმებას, რომლებიც სისტემატურად აბინძურებენ ატმოსფერულ ჰაერს, ხოლო ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შემოვიტანეთ შესაბამისი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10 000, 20 000, 50 000 ლარამდეც, განმეორადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება დაშვებულ ნორმებთან შედარებით. ასევე გათვალისწინებულია თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესებისთვის, რომლებიც დიდი ემისიის წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მთავრობამ დღეს განიხილა, მეწარმე სუბიექტებისთვის ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, როგორც ეს ევროკავშირში არის დარეგულირებული.  

"დამბინძურებელი იხდის, შესაბამისად, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა აბინძურებდნენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში ჩატარდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები," - ამბობს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system