თავში

ბოლო ოთხწლიანი ზარალის შემდეგ რკინიგზის შემოსავლები წელს გაიზარდა

ბოლო ოთხწლიანი ზარალის შემდეგ რკინიგზის შემოსავლები წელს გაიზარდა
ბოლო ოთხწლიანი ზარალის შემდეგ რკინიგზის შემოსავლები წელს გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის პირველი ნახევრის არააუდირებული შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, კომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა. 2019 წლის პირველი 6 თვის შემოსავალმა $85.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 5.7%-ით მეტია. საოპერაციო ხარჯები კი, რომლებიც მეტწილად ლარშია ნომინირებული, შემცირდა 14.8%-ით და მან $65.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლარებში ეს შემცირება 6.6%-ს შეადგენს.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ერთდროულად შემოსავლების ზრდისა და ხარჯების შემცირების პირობებში საქართველოს რკინიგზის EBITDA-ს მაჩვენებელი (შემოსავალი პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებამდე) გაუმჯობესდა და $35.9 მილიონ აშშ დოლარს (+ 25.4% წ / წ) მიაღწია.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლების სტრუქტურა ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - $54.1 მილიონი, ზრდა 15.4%;
ტვირთების მომსახურება - $11.1 მილიონი ზრდა 10.1%;
ლოჯისტიკური მომსახურების შემოსავალი - $8.5 მილიონი, კლება 35.8%;
სამგზავრო გადაყვანები - $4.2 მილიონი, ზრდა 19.8%;
სხვა შემოსავალი (ძირითადად ჯართის გაყიდვა) - $2.1 მილიონი, ზრდა 26.5%.

2018 წელი საქართველოს რკინიგზისთვის ყველაზე ზარალიანი იყო. მან წინა წელი რეკორდული 716-მილიონ ლარიანი წაგებით დახურა. ამ პერიოდში კომპანიის შემოსავალი 424.6 მილიონი ლარი იყო, რაც 2017 წელთან მიმართებით 9.9 მილიონით ნაკლებია. ზარალის ძირითადი მდგენელი რკინიგზის აქტივების გაუფასურება იყო. 2014-2018 წლებში საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 56%-ით შემცირდა, რის გამოც ამ ორგანიზაციის აქტივების ხელახალი გადაანაგარიშება გახდა საჭირო.

ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის სხვა ხარჯები გაზრდილია. მაგალითად 8%-ით მოიმატა რკინიგზაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების ფონდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system