თავში

ბორჯომის ჩამოსახმელი ორივე ქარხანა ბლოკირებულია

ბორჯომის ჩამოსახმელი ორივე ქარხანა ბლოკირებულია
ბორჯომის ჩამოსახმელი ორივე ქარხანა ბლოკირებულია

ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა, - ინფორმაციას ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი ავრცელებს.  გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულულია პოლიცია. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს, გაფიცვა დასაქმებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით შემცირდა, ხოლო კადრების შემცირების გამო სამუშაო მუდმივამ მზარდი იყო.

გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე, მიმდინარეობდა 21–დღიანი სამედიაციო პროცესი, რომელშიც პროფესიულ კავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იყო ჩართული, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system