თავში

BP საქართველოს დირექტორად აითან ჰაჯიევა დაინიშნა

BP საქართველოს დირექტორად აითან ჰაჯიევა დაინიშნა
BP საქართველოს დირექტორად აითან ჰაჯიევა დაინიშნა

BP–ის ხელმძღვანელად საქართველოში დაინიშნა აითან ჰაჯიევა. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიკ გულიევი აითან ჰაჯიევას უკვე შეხვდა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე.

ჰაჯიევამ ელჩს საქართველოში BP-ის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, BP-ს საქართველოს ფილიალი, რომელსაც წელს დაარსებიდან 25 წელი უსრულდება, თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგის პროექტების განხორციელებასაც უწყობს ხელს. აზერბაიჯანის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ მსხვილ ტრანნაციონალურ კომპანიებში მაღალი თანამდებობების დაკავების მნიშვნელობაასაც.

შეგახსენებთ, რომ BP-ს სამხრეთ რეგიონის მასშტაბით კიდევ რამოდენიმე აზერბაიჯანის მოქალაქე ჰყავს დანიშნული საპასუხისმგებლო პოზიციებზე: ნარმინა ნაბიევა არის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბახტიარ ასლანბეილი შუა აღმოსავლეთსა და კასპიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტია კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system