თავში

ბრენსონმა Virgin Galactic-ის აქციები გაყიდა

ბრენსონმა ​Virgin Galactic-ის აქციები გაყიდა
ბრენსონმა Virgin Galactic-ის აქციები გაყიდა

Virgin Galactic-ის აქციების ფასი 4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი წილის ნაწილი გაყიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიის 15,5 მილიონი აქცია (კაპიტალის დაახლოებით 6%) 300 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციების გაყიდვის შემდეგ ბრენსონს კომპანიის 11,9%-იანი წილი დარჩა და იგი კვლავ უმსხვილესი აქციონერია. 

2021 წლის აგვისტოში ბრენსონმა 322 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. 

Forbes-ის ცნობით, მეწარმის ქონება ახლა 4,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, კომპანია კოსმოსური ფრენებისთვის არის განკუთვნილი. აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) დაასრულა გამოძიება Virgin Galactic's სარაკეტო საფრენი აპარატის Unity სუბორბიტალური ფრენის შესახებ და კოსმოსური ფრენების გაგრძელების უფლება მისცა.

ბრიტანელმა მილიარდერმა და Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა, 11 ივლისს, პირველი კოსმოსური ფრენა განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system