თავში

ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია

ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილე
ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია

ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველომ წელს პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ექსპორტი გაყიდა. ამის შესახებ ირკვევა  საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია.  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. 

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 

1. ჩინეთი, სადაც წელს სამ თვეში გატანილია 109.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი,  

2. რუსეთი, სადაც ქვეყანამ წელს გაყიდა 109.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი 

3. და აზერბაიჯანი, სადაც საქართველომ 2021 წლის იანვარ-მარტში დააექსპორტა 104.6 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია.

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 5.2 პროცენტით  მეტია 2020 წლის იანვარ-მარტის ექსპორტის მაჩვენებელზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system