თავში

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობა დასრულდა

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობა დასრულდა
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასრულდა

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა დასრულდაReport.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული გაზოპერატორი "გაზპრომი" ავრცელებს.

„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system