თავში

ჩვენი ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღორძინებისკენ გრძელდება - ერდოღანი

ჩვენი ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღორძინებისკენ გრძელდება - ერდოღანი
ჩვენი ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღორძინებისკენ გრძელდება - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში  რეგიონული და გლობალური სატრანსპორტო ქსელების მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა თურქმენეთში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

„ჩვენი ძალისხმევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჩვენს რეგიონში თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინებისკენ გრძელდება. კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინიციატივა, რომელიც განხორციელდა თურქეთის აქტიური მონაწილეობით, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა. ასევე აშკარაა ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც დაამყარებს პირდაპირ საგზაო კავშირს ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს შორის“, - განაცხადა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system