თავში

COVID-19-მა მიგრაციული პროცესი გააქტიურა

COVID-19-მა მიგრაციული პროცესი გააქტიურა
COVID-19-მა მიგრაციული პროცესი გააქტიურა

covid-19-მა საქართველოში დიდი მიგრაციული გადაადგილება გამოიწვია. წლების განმავლობაში ხალხი სამუშაოდ სოფლებიდან დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ გარბოდა, მაგრამ ეპიდემიამ მათი უმრავლესობა რეგიონებში დააბრუნა. როგორც დემოგრაფები აღნიშნავენ, ქვეყანაში უკუმიგრაციაა და ხალხი ვირუსისგან დაცვის თუ სასურსათო პროდუქტების მოყვანის მიზნით სოფლებში მიდის. მართალია, ეს პროცესი ჯერჯერობით დროებითია, თუმცა შესაძლებელია მოსახლეობის დამაგრება ადგილზე, რის მიღწევასაც დემოგრაფი ავთო სულაბერიძე მთავრობის სწორ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას უკავშირებს.

აქცენტს იგი რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე აკეთებს, რა მხრივაც დღესდღეობით დიდი პრობლემაა.

,,ეპიდემიის შიშით ხალხმა სოფლებს მიაშურა და დღესაც იქ უამრავი ოჯახი რჩება. ამ პროცესს გარკვეულწილად ხელი შეუწყო მთავრობის მხრიდან ზომების გატარებამ, საწყის ეტაპზე, დიდი ქალაქების ჩაკეტვამ და მთლიანად ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულმა ღონისძიებებმა. ველოდები, რომ მიგრაცია გაგრძელდება უცხოეთიდანაც, რადგან კორონავირუსის გამო ცხოვრება ყველა ქვეყანაში, სადაც ჩვენი ემიგრანტები მუშაობენ, საშიშია. თვითგადარჩენის ფაქტორიც მოქმედებს. უნდა ვიზრუნოთ, რომ ხალხი სოფლებში გადასახლდეს, ის ნაწილი მაინც, რომელმაც თავის დროზე იქაურობა გაჭირვების გამო დატოვა.  მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს, რათა ხალხს რეგიონში ცხოვრების მეტი მოტივაცია ჰქონდეს", - აცხადებს სულაბერიძე.

მისი თქმით, მიგრაციის ტენდენცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რასაც შენარჩუნება სჭირდება.

,,ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსი. შეიძლება, წლობით გასტანოს ვირუსმა, ვაქცინაც კი არ არსებობს.მთავრობას ახლა განსაკუთრებით მოუწევს რეგიონებზე ზრუნვა. ტრანსპორტის სფერო უნდა განვითარდეს, კულტურულ და საზოგადოებრივ დაწესებულებებს მეტი ყურადღება მიექცეს. სხვადასხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანია ამ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლის გაძლიერებაც. შეიძლება, ხალხი სამუდამოდ არ დარჩეს, მაგრამ ქალაქიდან სოფელში დიდი ხნით საცხოვრებლად ბევრი ოჯახი გადავა და სახელმწიფომ ეს მდგომარეობა როგორმე უნდა გამოიყენოს", - ამბობს დემოგრაფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system