თავში

COVID-19-მა მომსახურების სფერო ვალაუვალი გახადა

COVID-19-მა მომსახურების სფერო ვალაუვალი გახადა
COVID-19-მა მომსახურების სფერო ვალაუვალი გახადა

დისტრიბუციის მიმართ არსებული მილიონობით ლარის ვალი ისევ გადაუხდელია. სავაჭრო ობიექტები, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, ეპიდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია, რაც დიდწილად ეპიდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს და  მოთხოვნის კლებას უკავშირდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ მომსახურების სფერო ვალაუვალი გახდა არსებული დავალიანების გასტუმრებას ვერ ახერხებს, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის სადისტრიბუციო კომპანიებს.

,,დისტრიბუტორებს დიდი თავსატეხი გაგვიჩნდა, რადგან ვერ ვახერხებთ ვალების ამოღებას და უკვე საბრუნავ კაპიტალში წარმოიშვა პრობლემები. გვესმის ისიც, რომ უამრავი ბიზნესი გაკოტრდა, ზოგის გაკოტრების პირასაა და ჯერჯერობით ვერც ვერაფერს მოვთხოვთ, სანამ საბრუნავი საშუალებები არ გაუჩნდებათ. აზრი არ აქვს, რომ ახლა სასამართლოს მივმართოთ, ასეთი ზომების მიღებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა.  ათობით მილიონი ლარის ვალზეა საუბარი, არც ვიცით, როდის დადგება ამ ვალის ამოღების დრო, ჯერ კიდევ მოქმედი კომპანიების ლიკვიდურობა რომ გაიზარდოს, უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის მოხსნა ან სხვა შეღავათი დაწესდეს, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს", - ამბობს ივა ჭყონია.

ჭყონიას განცხადებით, მათთვის ჰორეკა სექტორი დღემდე ყველაზე სანდო და მყარი პარტნიორია და კორონავირუსის პანდემიამდე მათ შორის ურთიერთობა ჰარმონიული იყო, თუმცა პანდემიამ ისინი თანაბრად დააზარალა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში კარგად აცნობიერებენ, რომ მათი დახმარების გარეშე ჰორეკა სექტორს ძველი პოზიციების დაბრუნება გაუჭირდება.

ცნობისთვის, საცალო მოვაჭრეებისა და დისტრიბუტურების ურთიერთობას უახლოეს მომავალში კანონი დაარეგულირებს. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system