თავში

დამატებითი ღირებულების შექმნით საბანკო სექტორი პირველია

დამატებითი ღირებულების შექმნით საბანკო სექტორი პირველია
დამატებითი ღირებულების შექმნით საბანკო სექტორი პირველია

მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) საბანკო სექტორის წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე report.ge-თან განმარტავს, მშპ-ში ფინანსური სექტორის წილი ზრდა ზოგადად მომსახურების სფეროს როლის გააქტიურებას უკავშირდება, რაც გლობალური ტენდენციაა და ყველა ნორმალური ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

 ,,ცხოვრების დინამიკა ისე მიდის, რომ მომსახურების, განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორის როლი გაძლიერებულია. ეს არის ტრენდი, რაც ტრანზაქციებს, სამეწარმეო სფეროს და ბიზნეს აქტიურობას უკავშირდება. საბანკო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება და მათი წილი მშპ-ში იზრდება. ყოველ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საფინანსო -საბანკო სექტორის წილი არის საკმაოდ მაღალი, რაც ზოგადი კანონზომიერებაა მთელი ქვეყნისთვის და ვერც საქართველოა გამონაკლისი. წარმოიდგინეთ, საფინანსო სექტორში, ბანკების ჩათვლით, დაახლოებით 20-ჯერ ნაკლები დასაქმებულია ვიდრე აგრარულ სფეროში, მაგრამ დამატებითი ღირებულების შექმნით ეკონომიკაში საფინანსო სექტორი ბევრად არ ჩამოუვარდება  სოფლის მეურნეობას. ეს თავისებურება საქართველოში აღნიშნული სეგმენტის განვითარებაზე მიგვანიშნებს. მაგალითისთვის, აგრარულ სფეროში რომ შევამციროთ დასაქმება 100 კაცით და აქედან 5, პირობითად, საფინანსო სექტორში გადავიდეს და დანარჩენი 95 დარჩეს უმუშევარი, ასეთი გადანაწილება დამატებით ღირებულებას კი არ შეამცირებს, გაზრდის. ეს იმიტომ, იმ 5 ადამიანი შექმნილი დოვლათი საფინანსო სექტორში უფრო მეტია, ვიდრე 100 კაცისა იყო აგრარულ სექტორში", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ საბანკო სექტორთან ერთად, იგულისხმება მთლიანად საფინანსო მომსახურება, რაც უკავშირდება ასევე ლომბარდების საქმიანობას, სადაზღვევეობს და სხვა.

მისი თქმით, მთლიანად საფინანსო სექტორი უფრო დინამიური განვითარებით ხასიათდება, და პროგნოზირებადი დინამიკა შემოაქვს ეკონომიკაში და უფრო დალაგებულია იმისდა მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რითაც ის ყველაზე მეტად იწვევს კრიტიკას.

ცნობისთვის, საბანკო სექტორის აქტივებმა, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ), 98.3%-ს მიაღწია (01.07.2019 – 92.9%). დეპოზიტების შეფარდება მშპ-სთან 57.4%-ია (01.07.2019– 53.2%). სესხების შეფარდება - 67.4%-(01.07.2019 - 62%). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system