თავში

დაპირისპირება არ ყოფილა - ნათია თურნავა ტიკარაძის გადადგომის შესახებ

დაპირისპირება არ ყოფილა - ნათია თურნავა ტიკარაძის გადადგომის შესახებ
დაპირისპირება არ ყოფილა - ნათია თურნავა ტიკარაძის გადადგომის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.

თურნავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. 

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან მედია ნუ ეძებთ რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა გადანაცვლება. გუნდის წევრად რჩება. პანდემიის გარკვეული ეტაპი, რაზეც მან გუშინ ძალიან კარგად ისაუბრა, უკვე ჩავლილია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ნახეთ, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system