თავში

დევნილთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახედვას ითხოვენ

დევნილთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახედვას ითხოვენ
დევნილთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახედვას ითხოვენ

სპეციალისტების შეფასებით, პენსიებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევის პარალელურად, რაც სახელისუფლო დონეზე უკვე გაცხადდა, ყურადღება დევნილების სესხებზე საპროცენტო განაკვეთებსაც უნდა მიექცეს.  ამის შესახებ  report.ge-თან სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფების მიმართებაში, როგორიცაა, პენსიონერები, დევნილები და სოციალურად დაუცველები, სახელმწიფომ  ვალდებულება უნდა შეასრულოს და ქცევის წესები განუსაზღვროს კრედიტორებს, კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.

,,როგორც პენსიონერების, ასევე დევნილთა და სოციალურად დაუცველების მიმართებაში, საკრედიტო დაწესებულებში დეპოზიტზე პროცენტი არის შედარებით დაბალი, ვიდრე მოწინავე ქვეყნების უმრავლესობაშია, ფული რომ შეიტანო ანგარიში გახსნა, მაგალითად, უცხოურ ვალუტაში ანგარიში, მათი სარგებელი 0,7%-ს არ აღემატება. მაგრამ სესხის გამოტანა თუ უნდათ, ბევრად მაღალია ანუ ეს მაკრატელი - სხვაობა, საკრედიტო კრედიტებსა და  დეპოზიტებს შორის 5-ჯერ მაღალია, ვიდრე მოწინავე  ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და ამასაც უნდა შესაბემისი რეაგირება. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, ერთი მიმართულებით წარმართვა და შემდეგ რეაგირება ხელისუფლების მიერ,  ვერბელური განცხადებებით დაწყებული, დამთავრებული, საკანონმდებლო აქტის მიღებით. არ იქნება ურიგო ამასაც მიექცეს ყურადღება. არის ეთიკური ნორმა, რასაც იურიდიულ კანონებში ვერ გადავიტანთ, მაგრამ როცა ეს ნორმა სისტემატურად ირღვევა, მაშინ საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ მისი დაცვა იურიდიულად, კანონის მეშვეობით გახდეს შესაძლებელი", - აცხადებს არჩვაძე report.ge-თან.

დევნილებისა და სოციალურად დაუცველებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომისტი გივი მომცელიძე. მისი თქმით, ამ კატეგორიის სესხებზე პროცენტი, როგორც პენსიონერთა შმთხვევაში, ჩვეულებრივ სესხებთან შედარებით, 3-ჯერ მაღალია და რეაგირებას საჭიროებს ასეთი არამორალური დამოკიდებულების გამო.

,,ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ასეთ დროს სესხებზე მაღალი პროცენტი ტვირთად აწვება მოწყვლად ჯგუფებს, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ასე გაგრძელება ყოვლად მიუღებელია და კარგია, რომ ახლა მაინც დაფიქრდნენ და შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის შვება იქნება. დევნილები მიზერულ, 45-ლარიან დახმარებას იღებენ, ხოლო როცა წინსწრებით უწევთ სესხის აღება, ბანკი 30%-ზე მაღალი სარგებლით გასცემს, რაც წარმოუდგენელია. რამდენადაც ვიცი, წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ ამას დევნილები და აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. მთავრობას სოციალური ვალდებულება უნდა გააჩნდეს ამ ჯგუფის მიმართ და თუ ბ ანკს არ შერჩა კეთილგონიერება, ზომები უნდა მიიღოს", - ამბობს მომცელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობების არ უნდა გაღვივდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system