თავში

დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი იწყება

დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი იწყება
დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი იწყება

დღეიდან სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგებლებთან ერთად სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას იწყებს შემოსული განაცხადების საფუძველზე.

კლინიკებს მიეცემათ საშუალება მოსახლეობას გეგმიური მომსახურება გაუწიონ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილ გაიდლაინებს.

მას, ვისაც საქმიანობის განახლება სურს, უნდა განაცხადოს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც უკვე გამოქვეყნებულია სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომელსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სტომატოლოგიურმა კლინკებმა ელექტრონული განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: [email protected].

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system