თავში

რა პირობით განაახლებენ მუშაობას სტომატოლოგიური კლინიკები

რა პირობით განაახლებენ მუშაობას სტომატოლოგიური კლინიკები
რა პირობით განაახლებენ მუშაობას სტომატოლოგიური კლინიკები

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში სტომატოლოგიური კლინიკებისთვის შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღსადგენად.

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომელსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სტომატოლოგიურმა კლინკებმა ელექტრონული განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: [email protected].

11 მაისიდან სააგენტო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგებლებთან ერთად შემოსული განაცხადების საფუძველზე დაიწყებს სტომატოლოგიური კლინკებების მონიტორინგს. 

კლინკებს მიეცემათ საშუალება მოსახლეობას გეგმიური მომსახურება გაუწიონ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უნდა აღიჭურვოს, როგორც კლიენტები, ისე სტომატოლოგები.

Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის აუცილებელია პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე, უნდა განხორციელდეს დისტანციური თერმომეტრიზაცია და პაციენტმა უნდა შეავსოს რისკის კითხვარი.

რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში, აუცილებელია არსებობდეს ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია და საპირფარეშოები ყველა ჰიგიენური წესის დაცვით პერსონალისთვის და კლიენტებისთვის ცალცალკე.

დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა იყოს 4 მეტრიანი დისტანცია.

კლინიკას უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის დაერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

რისიფშენში მომუშავე პერსონალისთვის აუცილებელია რეგისტრატურასთან არის მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანები.

ცალკე მოთხოვნებია სტერილიზაცია და დეზინფექციისთვის, რაც სიახლეს არ წარმოადგენს. 

ცალკეა გაწერილი ნარჩენების მართვის მოთხოვნები და ინფექციების საპრევენციო-საკონტროლო მექანიზმები.

ცნობისთვის, სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც სტომატოლოგიური კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა განაცხადა, სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს შეიძენენ. მათი მარაგისთვის კი კლინიკებს ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდებათ, რადგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ოთხჯერაა გაძვირებული.

ცნობისთვის, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან უნდა აღდგეს.

იხილეთ სტომატოლოგიური კლინკების მუშაობისთვისს აჭირო მოთხოვნები:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system