თავში

დიზელის საწვავზე "ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება გადავადდა

დიზელის საწვავზე "ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება გადავადდა
დიზელის საწვავზე ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება გადავადდა

მთავრობის დადგენილებით საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა.

ცნობისთვის, ახალი სტანდარტი 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ.

მათი თქმით,  „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა, რაც  დიზელის ადგილობრივ  ბაზარზე რუსეთს უპირობო ლიდერს გახდიდა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება, რის შემდეგაც ახალი სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system