თავში

დუნდუა: კორუფციის დაბალი დონე ინვესტიციებს დაასტიმულირებს

დუნდუა: კორუფციის დაბალი დონე ინვესტიციებს დაასტიმულირებს
დუნდუა: კორუფციის დაბალი დონე ინვესტიციებს დაასტიმულირებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს წარმატებას აფასებს და დასძენს,რომ ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციები საბოლოო ჯამში ინვესტიციების მასტიმულირებელი გახდება, რადგან ეს ინვესტორების არის მესიჯი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბიზნესი დაცულია.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლებაზე. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში შემოვა მეტი ინვესტიცია. დღეს, ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ კეთილდღეობას" - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.  ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ - საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system