თავში

ძირულა-ხარაგაულის გზაზე პირველ ლოტზე ასფალტის საფარი დაგებულია

ძირულა-ხარაგაულის გზაზე პირველ ლოტზე ასფალტის საფარი დაგებულია
ძირულა-ხარაგაულის გზაზე პირველ ლოტზე ასფალტის საფარი დაგებულია

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში ფონას მხრიდან ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

"გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს; პირველ ლოტზე, ასფალტის საფარი დაგებულია ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე," - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system