თავში

EBRD შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გარანტად იქცეს

EBRD შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გარანტად იქცეს
EBRD შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გარანტად იქცეს

ანაკლიის პროექტის განხორციელების საფუძველი, შესაძლოა, პროექტში EBRD-ის თანამონაწილეობა გახდეს. მართალია, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თითქმის ყველა წინაპირობაა, საქართველოს ყველაზე სტრატეგიულ პროექტში EBRD ჩაერთოს. 

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეჭვები ანაკლიის პორტის მიმართ, რაც პროეექტის წარმატება-წარუმატებლობასთან დაკავშირებით არსებობს, საბოლოოდ გაქარწყლდება. მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ინსტიტუტის ჩართულობა პროექტში, ფინანსურ სარგებელთან ერთად, სტრატეგიული თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანია. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ EBRD, შესაძლოა, ანაკლიის პორტის პროექტის მთავარი გარანტორი გახდეს.

,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ანაკლიის პორტის პროექტში  თუ ჩაერთვება, შედეგი არ დააყოვნებს და წარმატება გარანტირებული იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. მრავალმხრივ საინტერესო და მაცდური გადაწყვეტილებაა, რამდენადაც EBRD სხვა ინვესტორებისთვისაც გახდება მაგალითი და ინტერესი პროექტის მიმართ გაიზრდება. ამ თვალსაზრისით, მას, როგორც პროექტის გარანტორს, მივიჩნევ. შესაძლოა, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არსებობდეს, მაგრამ ლოჯისტიკის, ასევე სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხი მაღალ დონეზე მოგვარდება", - აცხადებს ანალიტიკოსი.

ეკონომისტ ავთო სილაგაძის შეფასებით,EBRD-ს პროექტში ჩართვით  ანაკლიის პორტის მიმართ გაჩენილ ეჭვებს საფუძველი გამოეცლება. 

,,იურგენ რიგტერინკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა. მისი შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან საკმაოდ შედეგიანი მეჩვენება. ველოდები, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა და კონკრეტული გეგმა დაისახება, თუ რა ფორმით მიიღებს EBRD საქართველოს სტრატეგიულ პროექტში თანამონაწილეობას. 

რაც ასევე მთავარია, მაქსიმალურად შემცირდება საუბრები იმის თაობაზე, რომ პროექტი შეიძლება ჩაიშალოს. სკეპტიციზმს საფუძველი გამოეცლება. ცხადია,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ისე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ წარმატებაში არ იყოს დარწმუნებული. ის უზრუნველყოფს პორტის სტაბილურობას როგორც ფინანსურად, ასევე ყურადღებას მიიპყრობს შავ ზღვაზე პროექტის განხორციელებითა და საქართველოსადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესის გამოც", - განუცხადა სილაგაძემ report.ge-ს. 

დღეის მდგომარეობით,იურგენ რიგტერინკიმ ჩვენს ქვეყანაში  ვიზიტისას განაცხადა, საქართველოში EBRD-ს 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება აქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system