თავში

ეკონომიკა კვლავ ვარდნის პირობებშია

ეკონომიკა კვლავ ვარდნის პირობებშია
ეკონომიკა კვლავ ვარდნის პირობებშია

ეკონომიკა ვარდნის ტენდენციას აგრძელებს. სპეციალისტების ვარაუდით, უარყოფითი დინამიკა მოსალოდნელია 2021 წლის გაზაფხულამდე. ეკონომისტ გივი მომცელიძის ვარაუდით, აღნიშნული პერიოდიდან შესაძლოა ეკონომიკაში საპირისპირო ტრენდი ჩამოყალიბდეს და ზრდა დაიწყოს. მისი თქმით, ეკონომიკაზე ეპიდემიის მეორე ტალღისგან გამოწვეული პრობლემა დიდ გავლენას ახდენს და თუკი ვაქცინა დროულად გვექნება, შედეგს ქვეყნის ეკონომიკა უმოკლეს პერიოდშივე იგრძნობს.

,,ეპიდემიის გამო მთავრობას გარკვეული შზღუდვის დაწესება უხდება და ეს პროცესი ეკონომიკაზეც რთულად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ 5%-ზე მაღალი ვარდნაა, არ ვთვლი, რომ მდგომარეობა არის საგანაგაშო, ტურიზმი ფაქტობრივად ჩამოშლილია, მომსახურების სფეროც დომინის პრინციპით მიყვება და ამის მიუხედავად, ეკონომიკა გარკვეულ სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. ასე გასტანს, ალბათ, 2021 წლის გაზაფხულამდე, მერე ვაქცინაც შემოგვეშველება, ასე რომც არ მოხდეს, სამომავლოდ უფრო გამოცდილები ვიქნებით და ვირუსთან ერთად ცხოვრებას ეკონომიკაც ისწავლის. ჯერჯერობით კი ეპიდსიტუაცია რთულია, ამიტომ რაღაცნაირად უნდა გავიუმჯობესოთ მდგომარეობა და ზომიერი პოზიცია დავიჭიროთ, ამისთვის მთავრობა მზად უნდა იყოს", - ამბობს გივი მომცელიძე.

ეკონომისტის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკა ამაზე მეტად არ შეიზღუდება ვარდნის ტემპი წლის ბოლომდე გვექნება რამდენიმე პროცენტული პუნქტით ნაკლები, იმასთან შედარებით, ვიდრე ამჟამადაა.

ცნობისთვის, ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system