თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა თებერვალში

ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა თებერვალში
ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა თებერვალში

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა. 

საქსტატის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რის მიზეზადაც ის ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდას ასახელებს.

ზრდაა ვაჭრობის დარგშიც, რაც, თოდრაძის განმარტებით, განპირობებულია, ერთი მხრივ, ავტომობილებითა და მათი ნაწილების რეალიზაციის მატებით, მეორე მხრივ კი, 60%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ზრდა ფიქსირდება მაჩვენებელი საცალო ვაჭრობაში, კერძოდ, საკვები პროდუქტების, სასმელებისა და ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში. 

“ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ამის მიზეზი გახლავთ ტურიზმი. როგორც მოგეხსენებათ, თებერვალში მართალია შემცირებულია ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით 8.6%-ით, თუმცა, 4%-ით გაიზრადა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2020 წლის თებერვალში.  რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორს, ზრდა განაპირობა საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარის გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდამ”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system