თავში

ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება

ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება
ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა, ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან განიხილა.

ონლაინ შეხვერაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამებსაც. 

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. „მწვანე“ ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system