თავში

ეკონომიკური ზრდის რა რესურსი აქვს აფხაზეთს

ეკონომიკური ზრდის რა რესურსი აქვს აფხაზეთს
ეკონომიკური ზრდის რა რესურსი აქვს აფხაზეთს

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთის ერიოზული რესურსი ინფრასტრქუტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმია, თუმცა ოკუპირებულ რეგიონს სამივე მიმართულებით დიდი პრობლემა აქვს. ამის შესახებ report.ge-თან  ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ომამდე აფხაზეთს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტები გააჩნდა. იგივე, სანატორიუმები, ფაბრიკები, ქარხნები, სხვადასხვა ტიპის ლიმონათის წარმოებები, „პეპსის“ წარმოება მაშინ, კავკასიაში მხოლოდ სოხუმში იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო საჰაერო მიმოსვლის მიმართულება. 

ამ ყველაფრის აღდგენის რესურსი, როგორც ჩარგეიშვილი ამბობს, დღესაც არსებობს, მაგრამ ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია საუბარი მცირე განვითარებაზეც კი.

,,სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლები აფხაზეთში მაღალ დონეზე იყო. სატრანსპორტო დერეფნისთვის მნიშვნელოვანი ხაზი გადის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასევე ზღვა, რომელიც არის უზარმაზარი გეოგრაფიული ნაწილი და სანაპირო ზოლი, რასაც გააჩნია ინფრასტრუქტურა. შეიძლება სოხუმის პორტი დიდი ტვირთბრუნვით არ გამოირჩევა, მაგრამ ინფრასტრუქტურულად გამართული იყო, ყოველ შემთხვევაში, 90-იან წლებამდე. გარდა ამისა, ქვეითი სანაოსნო ბაზები იყო ოჩამჩირეში და ბევრი რამ, რომელიც განადგურდა. ლოჯისტიკური ქსელებისთვის საჭირო ინფრასტრქუტურა - ცა და ხმელეთი, ეკონომიკური განვითარების  დიდ შესაძლებლობას იძლევა, რასაც ემატება ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ, ასევე სოფლის მეურნეობაში დიდი პოტენციალი. უნიკალური სუბტროპიკული ზონაა, ამასთან, არაჩვეულებრივი საძოვრები, მეცხოველეობის განვითარების კუთხითაც გამორჩეულია. ცალკე ტურიზმი,რომელიც მიმაჩნია, რომ  მსოფლიოში საუკეთესოა. მისი ხიბლი იმაშია, რომ ოთხივე სეზონზეა გათვლილი. ამდენად, განვითარების დიდი რესურსია, მაგრამ ამისთვის ტერიტორია ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდეს. ამ რეგიონის ეკონომიკური წინსვლა  მესახება მხოლოდ მშვიდობის და დეოკუპაციის პირობებში", - ამბობს ჩარგეიშვილი.

რაც შეეხება არსებულ რესურსს, როგორც აფხაზეთის ექსპერტტა წრის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი აცხადებს, პოტენციალი მიზერულ დონეზეც კი არ არის გამოყენებული.

,,დღეის გადასახედიდან არაფერი არ ჩანს, რაც აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ მოქმედებს. რუსული ბიზნესი არ შედის, თვითონ აფხაზებს არაფრის გაკეთება არ უნდათ და თუკი რამე ფულს იშოვიან, გააქვთ რუსეთში, რომ შემდეგ იქ გააგრძელონ ბიზნესი ან ახალი საქმიანობა წამოიწყონ. ამიტომ განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. არის გადამამუშავებელი მრეწველობა, ამიტომ ასობით ათასი ტონა ხილი და ციტრუსი იყრება ყოველწლიურად გალსა და ოჩამჩირეში. ომამდე იქ  წვენსახდელი, გადამამუშავებელი  ქარხანა არსებობდა, რომელიც მაღალი ხაისხის პროდუქტს ქმნიდა, მაგრამ ახლა, როცა ოკუპაციაა, ამის აღდგენის არანაირ პირობას ვერ ვხედავ", - ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ report.ge-თან აფხაზეთის, კერძოდ, გალის ეკონომიკური შესაძლებლობები მიმოიხილა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ, რომელმაც  განმარტა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ჯერადი ჩამორჩენაა. თუმცა ომამდელ მდგომარეობას შევადარებთ, ცხოვრების პირობებით, ფულადი შემოსავლებით არა მხოლოდ გალი, მთლიანად აფხაზეთი ენგურსაქეთა საქართველოს, მისივე შეფასებით, დაახლოებით 1.3-ჯერ უსწრებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system