თავში

ექსპერტები ბიტკოინის ფასის ისტორიულ ზრდას პროგნოზირებენ

ექსპერტები ბიტკოინის ფასის ისტორიულ ზრდას პროგნოზირებენ
ექსპერტები ბიტკოინის ფასის ისტორიულ ზრდას პროგნოზირებენ

ბიტკოინის ფასმა, 2021 წლის მაისის შემდეგ, 51,8 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა.

ექსპერტების პროგნოზით, კრიპტოვალუტის ღირებულება 75 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება.

მათი აზრით, კრიპტოვალუტის კურსის ზრდის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. ამავდროულად, თვის დასაწყისიდან მრამდენიმე კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა: მაგალითად, სოლანას ფასი გაიზარდა 40%-ით, Litecoin - 37%-ით. მათი ღირებულების ზრდის მიზეზები კი მათში დიდი ჰეჯ-ფონდების აქტიური ინვესტიციები და ბაზრის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა, გახდა რომელიც უკვე 300 მილიონს უახლოვდება.

ექსპერტების შეფასებით, გარდა ამისა, ბიტკოინის ფასის ზრდას ხელს უწყობს სხვადასხვა ონლაინ სერვისებში მისი გამოყენების გაფართოება.

ინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system