თავში

ენერგოეფექტურობაზე ბავშვთა ცნობიერების ასამაღლებლად 1.200 000 ევრო დაიხარჯა

ენერგოეფექტურობაზე ბავშვთა ცნობიერების ასამაღლებლად
ენერგოეფექტურობაზე ბავშვთა ცნობიერების ასამაღლებლად 1.200 000 ევრო დაიხარჯა

Twinning in Energy პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე ბავშვთა ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდა

ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებულ პროექტში - „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“, სემეკთან თანამშრომლობდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმი.

ამის შესახებ report.ge-ს სემეკიდან აცნობეს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) განმარტებით, სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში: დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე; ასევე  შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ.

"კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ; კამპანიის ფარგლებში დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალები, როგორიცაა საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები. დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“ ზოგადად მიმართულია საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტური, უსაფრთხო, თანამედროვე და დაცული ექსპლუატაციის ხელშეწყობაზე," - განმარტავენ სემეკში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system