თავში

ეპიდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება ეკონომიკისთვის დიდ გამოწვევად რჩება

ეპიდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება ეკონომიკისთვის დიდ გამოწვევად რჩება
ეპიდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება ეკონომიკისთვის დიდ გამოწვევად რჩება

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აროგორი მაღალი ეკონომიკური ზრდაც არ უნდა დაფიქსირდეს ქვეყანაში, შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა ნაკლებად იგრძნობს, თუკი ეპიდემიამდელი მონაცემები არ აღდგება. ამის შესახებ  report.ge-თან ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე საუბრობს. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც გამოწვეული იქნება შეზღუდვების მოხსნით, მაგრამ 2019 წლის ნიშნულთან დაბრუნება რეალურად დიდ პრობლემაა საქართველოს ეკონომიკისთვის. 

,,როგორც კი ეკონომიკა გათავისუფლდება, თავისთავად გვექნება ზრდა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ მივაღწევთ ისეთ განვითარებას, რაც ეკონომიკას სჭირდება. შეიძლება იყოს საწყის ეტაპზე 10%-იანი და მეტი ზრდაც წინა წელთან შედარებით, მაგრამ ეს დიდად იმედისმომცემი ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს ეკონომიკა დიდწილად ჩაკეტილი იყო. ცხადია, ეს არ იქნება ზრდა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გვესაჭიროება. რეფორმის და ცვლილების თვალსაზრისით, წინ წასვლის მექანიზმს ვერ ვხედავ, მაგრამ შეგვეძლება აღვადგინოთ ისე მდგომარეობა, რაც ეპიდემიამდე იყო 2019 წლის მონაცემებით",-  ამბობს შეშელიძე. 

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით  ნეგატიური პროგნოზი აქვს ეკონომისტ გივი მოცელიძეს.

,,ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკონომიკა იმართებოდა არასწორად. ზედმეტად ოპტიმისტურად და არაადეკვატურად გათვალეს პერსპექტივა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მძიმე სიტუაციაა, ბოლომდე არ არის პანდემია დასრულებული და ასეთ ფონზე ვერც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მექნება დადებითი მოლოდინი. სერიოზულ კრიზისში აღმოვჩნდით და აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება. გამიჭირდება ვარაუდი, თუ არა მაჩვენებლით შეიძლება გაიზარდოს წელს საქართველოს ეკონომიკა, კიდევ დიდი დროა საჭირო, სანამ  2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდებით", - აცხადებს მომცელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, აზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. ამაზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი აპრილში მარტში დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპის გაგრძელებას ელის. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აპრილის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, რის მიზეზადაც მოსალოდნელზე დაბალი აღდგენის ტემპი დაასახელა. დღეს კი აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3.5%-მდე შეამცირა. დღემდე ბანკი საქართველოსთვის 4.5%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდა. საქართველოს მთავრობა კი წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system