თავში

ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ მოუწოდებენ

ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ მოუწოდებენ
ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ მოუწოდებენ

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონ ეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ასეთ სიტუაციაში, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სებ-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყო, მინიმუმ, პოლიტიკის შერბილებაზე დაიწყოს ფიქრი.

,,ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არანაირად ეკონომიკური პირობების გაუარესებას იწვევენ. იმის გამო, რომ  სესხებზე მაღალი პროცენტებია, ფულადი რესურსები ძნელად ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო ფერხდება ეკონომიკის განვითარება, რაც კრიზისულ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა. წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკის და ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა მიმართული იყო განაკვეთების გაძვირებისკენ, რა მხრივაც მსოფლიო სავალუტო ფონდის მითითებებს თვალდახუჭულად ასრულებენ, ხოლო ამით ეკონომიკა ზარალდება", - აცხადებს ხომიზურაშვილი report.ge-თან.

მონეტარული პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომელიც აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საპროცენტო განაკვეთების მინიმალიზირება. 

,,მონეტარული პოლიტიკის შერბილების გარეშე ეკონომიკის ამოქოქვა რთული და ამავდროულად წარმოუდგენელიცაა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ჩვენი პოზიცია უცვლელია.  სამწუხაროდ, რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია.  ამით უცხოურ ფინანსურს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა ქვეყნების სავალუტო ბაზრებზე გარკვეულ სპეკულაციებს, ფაქტობრივად, გახსნილი აქვთ გზა. მათი ქმედებები სავალუტო ბაზარზე საბოლოოდ ლარის გაუფასურებას იწვევს რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად, რის გამოც ეროვნული ვალუტა არასტაბილურია. მეზობელს ქვეყნებს გაცილებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთები აქვთ. ევროპას და განვითარებულ ქვეყნებს თუ შვადარებთ, იქ საერთოდ ნულთან არის მიახლოებული", - ამბობს report.ge-თან ნიკა შენგელია.

ასეთი პოზიციის მიუხედავად, ცნობილია, რომ მონეტარული პოლიტიკა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სუბირ ლალიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

,,თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება და თუ ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების მყარად მოთოკვისთვის საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს," - აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system