თავში

ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა დადებითად ფასდება

ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა დადებითად ფასდება
ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა დადებითად ფასდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა.

მის შესახებ აღნიშნულია გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სსფ-ს გუნდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაში აქტივების ხარისხზე პანდემიის გავლენის პროაქტიულ მონიტორინგს და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დასანერგად მუშაობის გაგრძელებას.

5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან. პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, აღმასრულებელი საბჭოს განხილვის შემდეგ, საქართველოსთვის 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112 მილიონი აშშ დოლარი) გახდება ხელმისაწვდომი. სულ საქართველოში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0% ნიშნულზე დატოვა. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

ფინანსური ბაზრის მკვლევართა ნაწილი აცხადებს, რომ როგორც ეპიდემიის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ბანკების ლიკვიდობის რისკი მატულობს. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბანკები იძულებული იქნებიან მიმართონ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების სესხების მოთხოვნით, რადგან არსებული სასესხო პორტფელების ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია. ფინანსისტების განმარტებით, ვადაგადაცილებულმა სესხები გაზრდილია, რადგან კომპანიების გადახდისუნარიანობამ იკლო. მათივე შეფასებით, სებ-ი სწორად სვამს ამ საკითხს, როცა აქცენტს ფინანსური სექტორის ლიკვიდობაზე აკეთებს. რამდენადაც სასესხო პორტფელები ფუჭდება, კომერციული ბანკების ლიკვიდობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამ შემთხვევაში სექტორი იძულებული გახდება მიმართოს სებ-ს რეფინანსირების სესხებისთვის, რათა ლიკვიდობა გაზარდონ. როცა დეპოზიტების გადინება ხდება ბანკებიდან, მათ უნდა შეასრულონ კლიენტების წინაშე ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბანკებს შეექმნათ პრობლემა და საკრედიტო რისკი კიდევ უფრო გაეზრდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system