თავში

ერთ კვირაში სათაფლიამ და პრომეთეს მღვიმემ 595 ვიზიტორი მიიღო

ერთ კვირაში სათაფლიამ და პრომეთეს მღვიმემ 595 ვიზიტორი მიიღო
ერთ კვირაში სათაფლიამ და პრომეთეს მღვიმემ 595 ვიზიტორი მიიღო

იმერეთმა ვიზიტორების მიღება დაიწყო. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად სალამბერიძემ განუცხადა. 

რეგიონში სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

„ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი, იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს, გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც , ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალი ლოკაცია - ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო. ყველა სასტუმრო მას შემდეგ იხსნება, რაც გაივლის შემოწმებას და მიიღებს ფუნქციონირების ნებართვას, ასევეა რესტორნების შემთხვევაშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა რესტორანი, კაფე და სხვადასხვა ლოკაცია გახსნილია იმერეთში. სასტუმროებს და რესტორნებს თავისი მარკეტინგული ხედვა აქვთ და ფასთა პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავენ, შესაბამისად, ზოგიერთი აკლებს ფასებს იმისთვის, რომ მეტი სტუმარი მიიზიდოს. რაც შეეხება ისეთ ლოკაციებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, ჯერჯერობით ჩვენ ფასდაკლება არ გვაქვს, იგივე ფასებია, რომელიც აქამდეც მისაღები იყო ჩემი აზრით, ქართველი ტურისტებისთვის, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ქვეყანაში შიდატურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა, ხოლო უცხოელ დამსვენებლებს ქვეყანა 1 ივლისიდან უმასპინძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system