თავში

ერთ თვეში ბიტკოინის თითქმის მილიონი ახალი საფულე შეიქმნა

ერთ თვეში ბიტკოინის თითქმის მილიონი ახალი საფულე შეიქმნა
ერთ თვეში ბიტკოინის თითქმის მილიონი ახალი საფულე შეიქმნა

ამ წლის ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე ბიტკოინის 913 000 ახალი  საფულე შეიქმნა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ On-Chain College-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს.

წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ქსელს 1 მილიონამდე ახალი წევრი შეუერთდა.

მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების დაცემის მიუხედავად, Twitter-ზე კრიპტოვალუტის ფართო განხილვა აჩვენებს, რომ BTC-ის მაკროეკონომიკური პერსპექტივა დადებითია. სქემის მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრამდე საფულის მისამართების რაოდენობა  30 მილიონიდან 40 მილიონამდე გაიზარდა.

ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

2021 წლის 13 დეკემბერს, კრიპტოვალუტის სექტორმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. მაინერების მიერ მოპოვებული ბიტკოინის მონეტების რაოდენობამ 90%-ს გადააჭარბა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system