თავში

ერთადერთი ქართველი მილიარდერი მსოფლიო ფილანტროპების სიაშია

ერთადერთი ქართველი მილიარდერი მსოფლიო ფილანტროპების სიაშია
ერთადერთი ქართველი მილიარდერი მსოფლიო ფილანტროპების სიაშია

ერთადერთი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, მსოფლიო ფილანტროპების სიაშია. ფოლანტროპი არის ქველმოქმედი, მოწყალე ადამიანი. თანამედროვე გაგებით ესაა საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

"ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად," - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს. გამოცემის მიხედვით, ამ ადამიანებმა საკუთარიარასტანდარტული აზროვნებით დათმეს მაღალშემოსავლიანი პროექტები ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სტატიაში მოთხრობილია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტი, 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონება, ფონდ ,,ქართუს” გადასცა. აქვე  გამოცემა იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა.

,,1995 წელს, დაარსების დღიდან, „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გაცემული - არც აქ ყოფილა ფოიერვერკები. ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა - მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სკოლა აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა და 100 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი. ქუთაისში სრულიად ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის დაფინანსებისთვის ბიძინა ივანიშვილმა თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო, მიზნად ისახავს მომავალი თაობის ტექნიკური ცოდნის დაგროვებას და მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას. მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპარტნიორო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და სხვებიც აუცილებლად შეუერთდებიან მის რიგებს, თუმცა განათლება არ არის ერთადერთი სფერო მისი ქველმოქმედების არეალში - სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასაც აქტიურად ეხმარება. ამდენად, „ქართუ ფონდს“ დაფინანსებული აქვს სანერგე მეურნეობების, თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, სამაცივრე-სასაწყობიო მეურნეობებისა და ლაბორატორიების შექმნა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა 46 000 საქართველოს მოქალაქეს მისცა მკურნალობის შესაძლებლობა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეიქმნა 1 200-ზე მეტი ექიმის საშუალებით, რომლებსაც პრაქტიკული სწავლება სასწრაფო დახმარების მიმართულებით ჩაუტარდათ. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას, ასევე 554 კილომეტრის სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენს”, - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორს არც ივანიშვილის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციის დაფინანსება გამორჩენია.

„ისტორიული ქართული საკურორტო ქალაქი წყალტუბო - პროექტი 15 000 – 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის ადგილობრივთა დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების და განახლებული კეთილდღეობის მდგრადობას უზრუნველყოფს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენის ქვეშ მოქცეულ მთელ იმერეთის რეგიონში. დაბოლოს, „ქართუ ფონდი“ თავის წილ საქმეს აკეთებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით. წლის დასაწყისში „ქართუ ბანკმა“ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში მთაწმინდის მთის ქედზე 700 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღდგება. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებს და შეკვეთილში არსებულ დენდროლოგიურ პარკს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღია, რითაც გადაშენების პირას მყოფ მრავალი (200-ზე მეტი) ჯიშის ხესა და ცხოველს დაიცავს 60 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გადაჭიმულ სივრცეში”, - ვკითხულობთ სტატიაში.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ქველმოქმედებაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 28 ობიექტი გადაუფორმა. ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system