თავში

ევროკავშირი კლიმატის დასაცავად 1 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კლიმატის დასაცავად 1 მლრდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი კლიმატის დასაცავად 1 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ  ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გლაზგოში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც  ევროკავშირი-აშშ-ს  მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების შესახებ ინიციატივა წარმოადგინა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის სულ მცირე 100 ქალაქში 2030 წლისთვის ევროკავშირი აპირებს ნახშირბადის ემისიების ნულამდე შემცირებას.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირი ამ ინიციატივაში 1 მილიარდ ევროს დებს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ფონ დერ ლეიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა შეეცდება მაქსიმალურად ფართო კერძო ინვესტიციების მოზიდვას ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system