თავში

ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს იაფ კრედიტებს მიაწვდის

ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს იაფ კრედიტებს მიაწვდის
ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს იაფ კრედიტებს მიაწვდის

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ წესების დაცვის აუცილებლობას კორონავირუსის ზიანის შესამცირებლად.

ელჩის შეფასებით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა.

„საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით. ეს 250 მილიონიან დახმარების პაკეტია.თანხა გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ. შევიძნთ აღჭურვილობას, ჩავატარებთ ტრეინინგებს. გვინდა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - ამბობს კარლ ჰარცელი. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system