თავში

ევროკავშირში მომდევნო 10 წელი უფასო როუმინგით ისარგებლებენ

ევროკავშირში მომდევნო 10 წელი უფასო როუმინგით ისარგებლებენ
ევროკავშირში მომდევნო 10 წელი უფასო როუმინგით ისარგებლებენ

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მობილური სერვისებით სარგებლობა ევროპის ყველა ქვეყანაში დამატებითი ხარჯების გარეშე 2032 წლამდე შეეძლებათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Politico იუწყება.

მხარეები შეთანხმდნენ, გააფართოონ წესები და მობილური ოპერატორებისთვის დაამატონ ვალდებულებების პაკეტი, რათა უზრუნველყონ ზარების, ტექსტური შეტყობინებების და მობილური ინტერნეტის გამოყენების ხარისხი და სიჩქარე ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

ახალი დადგენილება ძალაში 2022 წლის 1 ივლისს შევა და 2032 წლის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system