თავში

ევროპაში გაზი კიდევ 5,3%-ით გაძვირდა

ევროპაში გაზი კიდევ 5,3%-ით გაძვირდა
ევროპაში გაზი კიდევ 5,3%-ით გაძვირდა

ევროპაში გაზის ღირებულება სავაჭრო ბირჟის გახსნის მომენტში 5,3%-ით გაიზარდა და ოქტომბრის დასაწყისიდან პირველად, ათას კუბურ მეტრზე 1 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში, ბირჟის გახსნისთვის, ათას კუბურ მეტრზე 1 405 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგვიანებით 1 425,5 დოლარამდე გაიზარდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system