თავში

ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა

ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა
ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 2 030 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, შემდეგ დასტაბილურდა და 1 980 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system