თავში

ევროპაში გაზის ფასი იკლებს

ევროპაში გაზის ფასი იკლებს
ევროპაში გაზის ფასი იკლებს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 1 000 დოლარი შეადგინა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 970 დოლარს შეადგენდა. გაზის ფასები უკვე მეორე დღეა არასტაბილურ დინამიკას ავლენს, ზრდიდან კლებაზე გადადის. 

გაზის ფასები კორექტირებას განაგრძობს  მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს  ყველა დროის მაქსიმუმს - 2190,4 აშშ დოლარს მიაღწია. ფასის კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს აშშ-დან ევროპაში LNG-ის დამატებით მიწოდებასთან და ევროპის ქარის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system