თავში

ევროს ბანკნოტებზე, შესაძლოა, გამოჩენილი ადამიანების სახეები დაიტანონ

ევროს ბანკნოტებზე, შესაძლოა, გამოჩენილი ადამიანების სახეები დაიტანონ
ევროს ბანკნოტებზე, შესაძლოა, გამოჩენილი ადამიანების სახეები დაიტანონ

ევროპის ცენტრალური ბანკი  ევროს ბანკნოტების ახალი დიზაინის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Politico წერს.

გამოცემის ცნობით, ევროს ახალ ბანკნოტებზე, შესაძლოა, გამოჩენილი ადამიანები იყოს გამოსახული. 

რედიზაინის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ევროზონის მასშტაბით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები შეგროვდება. სპეციალურად ამ დანიშნულებით შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების  ექსპერტებს აერთიანებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი საბჭო მიიღებს და აღნიშნული პროცესი 2024 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი წინადადება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იყო შემოთავაზებული, მაგრამ გაჩნდა პრობლემა: თითოეულ სახელმწიფოს სურდა, რომ ბანკნოტებზე მისი წარმომადგენლები, ღირსშესანიშნაობები თუ ხელოვნების ნიმუშები ყოფილიყო გამოსახული. 

ამ დროისათვის ევროს ბანკნოტების ორი სერია არსებობს. პირველში შედის შვიდი ნომინალის კუპიურები - 5 ევრო, 10 ევრო, 20 ევრო, 50 ევრო, 100 ევრო, 200 ევრო და 500 ევრო. მათზე გამოსახული ნაგებობები ტიპური ევროპული არქიტექტურული სტილის ნიმუშებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system