თავში

Facebook-ის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი შემცირდა

Facebook-ის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი შემცირდა
Facebook-ის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი შემცირდა

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ახალგაზრდები და მოზარდები სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის მოგებაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, მარტში ორგანიზაციის მენეჯმენტს წარუდგინეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც მოზარდები სოციალურ ქსელში 16%-ით ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე გასულ წელს, ახალგაზრდები კი - 5%-ით ნაკლებს.

ამასთან, ახალ მომხმარებლებში მოზარდების წილიც შემცირდა. Facebook-ის თანამშრომლებს არ ესმით, თუ რამ გამოიწვია ამგვარი ტენდენცია. სოციალური ქსელის ახალგაზრდა მომხმარებლებმა სანაცვლოდ, Instagram-ის, Snapchat-ის და TikTok-ის გამოყენება დაიწყეს.

გარდა ამისა, კომპანია პროგნოზირებს, რომ სოციალური ქსელი მიმართ ინტერესი ახალგაზრდებსა და მოზარდებში მომდევნო წლებშიც შემცირდება.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Facebook აპირებს, მეტასამყაროს განვითარების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system