თავში

Facebook მეტასამყაროს შესაქმნელად 10 ათას ევროპელ ინჟინერს დაიქირავებს

​Facebook მეტასამყაროს შესაქმნელად 10 ათას ევროპელ ინჟინერს დაიქირავებ
Facebook მეტასამყაროს შესაქმნელად 10 ათას ევროპელ ინჟინერს დაიქირავებს

ამერიკული კომპანია Facebook აპირებს, მეტასამყაროს განვითარების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული.

10 000 ახალი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილი ევროკავშირში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება.

"ეს ინვესტიცია ევროპული ტექნოლოგიური ინდუსტრიის სიძლიერისა და ევროპული ტექნიკური ნიჭის პოტენციალის მიმართ ნდობა არის", - ნათქვამია განცხადებაში

Facebook ახალი გამოთვლითი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც ვირტუალური და დამატებული რეალობა იქნება გამოყენებული. ახალი ტექნოლოგიები, დეველოპერების აზრით, ინტერნეტით ინტერაქციას პირადი კომუნიკაციის გამოცდილებას მაქსიმალურად მიუახლოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system