თავში

ფედერაცია რესტორნებისთვის გამოწერილ ჯარიმებს უსამართლოს უწოდებს

ფედერაცია რესტორნებისთვის გამოწერილ ჯარიმებს უსამართლოს უწოდებს
ფედერაცია რესტორნებისთვის გამოწერილ ჯარიმებს უსამართლოს უწოდებს

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ ის სასტუმროები და რესტორნები დააჯარიმა, რომლებზეც ლიცენზია თავადვე ჰქონდა გაცემული.

„უმრავლესობა გაკოტრებულია, რამდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ვალი აიღოს და გახსნას ობიექტები. ამისთვის წინასწარ ლიცენზიის მიღების ყველა პროცედურა გაიარეს. ამის შემდეგ, ორ კვირაში ამ ხალხს ისევ მიადგნენ და თავისივე შემოწმებული ობიექტები დააჯარიმეს. ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიაში 280 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.

რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, ალავერდაშვილის განცხადებით, 1996-1997 წლების პერიოდში დაბრუნდა საზღვაო კურორტები და სულ რამოდენიმე მცირე სასტუმრო მუშაობს.

ამასთან, როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ტურიზმის ინდუსტრია საბანკო სესხების გადავადებას 1 წლით ითხოვს.

„თუ ბანკებმა 1 წლით, 2021 წლის ივლისამდე არ გადაავადეს სესხები, ძალიან რთული იქნება გადახდა. მოლაპარაკება მიმდინარეობს. როგორც დავთვალეთ, იურიდიული პირების სესხები ტურიზმის ინდუსტრიაში 3 მილიარდი ლარია, ხოლო ფიზიკური პირების 1.5 მილიარდ ლარამდე. ამ სესხების პროცენტის გადახდის ერთი წლით გადავადებას 140 მილიონი დოლარი სჭირდება“,- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციამ 18 ბაზარი, 33 რესტორანი და 9 ივენთკომპანია დააჯარიმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system