თავში

ფერმერთა რეგისტრაცია აგროდიზელზე ფასდაკლების მისაღებად გრძელდება

ფერმერთა რეგისტრაცია აგროდიზელზე ფასდაკლების მისაღებად გრძელდება
ფერმერთა რეგისტრაცია აგროდიზელზე ფასდაკლების მისაღებად გრძელდება

ფერმერებს რეგისტრაცია აგროდიზელზე ფასდაკლების მისაღებად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, პროცესი დისტანციურად, ვებ-გვერდის საშუალებით მიმდინარეობს. 

გურჯანიის მუნიციპალიტეტში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ”, - ლევან უროტაძემ.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system