თავში

ფინანსთა მინისტრი "წითელი ხიდის" მუშაობას ადგილზე გაეცნო - PHOTO

ფინანსთა მინისტრი "წითელი ხიდის" მუშაობას ადგილზე გაეცნო
ფინანსთა მინისტრი წითელი ხიდის მუშაობას ადგილზე გაეცნო - PHOTO

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ მოინახულა. მან მადლობა გადაუხადა მებაჟე-ოფიცრებს სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის.

"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი" მოვინახულეთ, რომელიც პანდემიის პირობებშიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ახორცილებეს მომსახურებას, უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტვირთების გატარებისა და გაფორმების პროცედურები. მადლობას ვუხდით ჩვენს მებაჟე-ოფიცრებს სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის დღესვე ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოც“ მოინახულა. ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ დროისთვის ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც უწყვეტად განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. მისივე განმარტებით, საჰაეროსთან ერთად, სახმელეთო საზღვრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის. ეს კი, ხუციშვილის მტკიცებით, შესაძლებელი იქნება ერთადერთი პირობით: რეკომენდაციების მკაცრი დაცვიტა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system