თავში

ფინანსური სექტორი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს

ფინანსური სექტორი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს
ფინანსური სექტორი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს

საფინანსო სექტორი პირველია, რომელიც ეკონომიკის შემცირების ფონზეც ზრდას აჩვენებს. ეპიდემიური მდგომარეობისა და ეკონომიკაში არსებული კრიზისის მიუხედავად ამ დარგს პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო. თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს ფაქტორი ეკონომიკის მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. ამის მიზეზი, ფინანსისტი ზურა კუკულაძის შეფასებით, ის გარემოებაა, რომ დარგში არსებული რესურსი რეალური სექტორის განვითარებას არ ხმარდება.

,,საფინანსო სექტორის დიდი მიმზიდველობით ვერ გამოირჩევა. ეპიდემიაა და პრობლემას მასაც ექმნება, თუმცა ყველაზე ჯანსაღად ჯერჯერობით ეს სფერო გამოიყურება. ცხადია, ეს მდგომარეობა არ არის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელი. ეს არის ფული, რომელსაც ეკონომიკა ან აითვისებს ან - ვეღარ. რაც არ უნდა იყოს, ცხადია, მსხვილი ბანკები არ გაკოტრდებიან, ამ საფრთხე არავინ ელის. თუმცა მისი სტაბილურობაც შერყეულია, რადგან კრიზისშია მცირე და საშუალო სეგმენტი, რომელიც იყო მოსახლეობის ყველაზე დიდი დამსაქმებელი. ჩვენი დიდი პრობლემაა ის, რომ საფინანსო სექტორი ქვეყანაში ასიმეტრიულადაა განვითარებული. ბანკების გარდა, ფინანსური სისტემის სხვა მოთამაშეები პრატიკულად არ არსებობენ, საფინანსო სექტორის აქტივების თითქმის 90 % ბანკებზე მოდის, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ბანკების წილი 40%-ს არ აჭარბებს. ეპიდემიურ ვითარებაშიც აქ საფრთხე ნაკლებადაა, რადგან ეროვნული ბანკი ზედამხედველობს, დაკვირვებას აწარმოებს ბანკებზე, სწავლობს მათ ფინანსურ მაჩვენებლებს და თუ რაიმე საშიშროება დაემუქრება, სებ-ი ,შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა კომერციულმა ბანკებმა უსაფრთხოდ შეძლონ საქმიანობა. სამწუხაროდ, ეკონომიკის განვითარების არასწორი მოდელია შერჩეული, რომელიც ძირითადად უცხოურ დაფინანსებებზეა დამოკიდებული. იგი ჯერჯერობით ყველაზე მდგრადი სისტემაა და საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება", - აცხადებს კუკულაძე report.ge-თან.

განსხვავებულად ფიქრობს საბანკოს ფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომლის შეფასებითაც, მსოფლიო კრიზისის ფონზე, ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია. ამიტომ ეკონომიკას უფრო მეტად გაუჭირდება, შესაბამისად, საფინანსო სექტორსაც.

,,სტაბილურობის მიღწევა დღეს ყველა მიმართულებით ჭირს.  სიტუაციის გაუარესების ნიშნები აშკარად იკვეთება. დიდი ხანია, რაც გადასული ვართ შვედეთის მოდელზე და გვიწევს ორ ფრონტზე ომი: ერთის მხრივ, რომ ეკონომიკა არ შემცირდეს და, ამასთან, პანდემიას ვებრძოლოთ.  დიდი შედეგით ვერ დავიკვეხნით ვერც ერთ ფრონტზე, მწვავე კრიზისია, რაც გამოიწვევს სიღარიბის კიდევ უფრო ზრდას, სოციალურ ფონს გაამწვავებს და ბიზნესს მასიურად გააკოტრებს. ლარის კურსიც უფასურდება და გაუარესებულია ინფლაციური მოლოდინებიც. ახლა საფინანსო სექტორი უძლებს, მაგრამ ეს ხდება ვალების ზრდის, საკუთარი რესურსის შემცირების ხარჯზე. საბოლოოდ გვემუქრება გადაუხდელი ვალების ზრდა, თუმცა ამავე დროს ფულის მიმოქცევა შეიძლება გაიზრდოს, რაც თავის მხრივ ფასებზეც მოახდენს სამომავლოდ გავლენას ზრდის მიმართულებით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა", - აცხადებს თოქმაზიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რიომ 2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, განაცხადა, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა.~

„2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორებში“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system