თავში

ფისტაზე მოთხოვნა იზრდება

ფისტაზე მოთხოვნა იზრდება
ფისტაზე მოთხოვნა იზრდება

მსოფლიოში ფისტაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და წამყვანი მწარმოებელი ქვეყნები წარმოებას აფართოვებენ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, 2020/21 წლების სეზონზე, მსოფლიოში ფისტას წარმოება 1 მლნ ტონა იქნება, რაც წინა სეზონთან შედარებით, წარმოების 40%-იან ზრდაზე მეტყველებს.

როგორც, East Fruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში ფისტის წარმოება 42% -ით გაიზრდება და რეკორდულ 476,000 ტონას მიაღწევს. ამასთან, პროდუქტის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან თითქმის 20%-ით გაიზრდება და 225,000 ტონას შეადგენს. მათი ვარაუდით, ფისტას მარაგიც ამავე ტემპით გაიზრდება. EastFruit-ის ექსპერტების პროგნოზით, ფისტას წარმოება სამჯერ გაიზრდება თურქეთშიც და 250 000 ტონას გაუტოლდება. მათივე ვარაუდით,  ჩინეთში, რომელიც აშშ-ის მთავარი საექსპორტო ბაზარია, იმპორტი შესაძლოა, 45%-ით გაიზარდოს და 150,000 ტონას მიაღწიოს. 

East Fruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროკავშირში შემცირდება ფისტის წარმოება, რის გამოც იმპორტი 15-%-ით გაიზრდება და 120 ათას ტონას შეადგენს. ანალიტიკოსები ევროპაში ფისტის წარმოების კლებას უკავშირებენ ესპანეთსა და იტალიაში მოსავლის დაკარგვას.

ცნობისთვის, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ფისტის ასოციაცია და გაშენებულია ბაღები, რომელთა ფართობი, კერძო ინიციატივითა და მთავრობის ხელშეწყობით, მზარდია. საქართველოში ფსტა (ფისტა) ახალი კულტურაა, რომლის წარმოებასაც ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს. ქვეყანაში 10-12 ბაღია გაშენებული, ძირითადად, კახეთის რეგიონში და  სულ მცირე, 5 წელია საჭირო, რომ ქვეყანამ ფსტას ექსპორტი წამოიწყოს

ცნობისთვის, ფისტას კომერციულად მოსავლიანობას დიდი პერიოდი, მინიმუმ, 8 წელი სჭირდება. დანარჩენ მრავალწლიან კულტურებს შორის მოსავლის მიღებას ფსტა ყველაზე გვიან იწყებს. გაშენებული ბაღი 100 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს, რაც მისის დიდი პლიუსია. თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ახლაც არის წინა საუკუნის 30-40 -იან წლებში გაშენებული ბაღები. უყვარს მშრალი, საშუალოდ ნოყიერი მიწები, სხვა შემთხვევაში ფესვს სიდამპლე ემატება, ამიტომაა, რომ კახეთის მხარე ამ კულტურისთვის ხელსაყრელია, თუმცა კარგად ხარობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, კასპში, გორის ზოგიერთი ადგილას, სადაც შესაძლებელია ფისტა გაშენდეს. ფსტა კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა. მისი კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

1 ჰექტარზე ფსტას ბაღის გაშენება, დაახლოებით, 8500-9000 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 2 – 2,5 ტონაა. წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4300-4800 ლარს აღწევს. ერთი კილოგრამის სარეალიზაციოდ გამზადება 40-50 თეთრი ჯდება. ხოლო ფსტას ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10-12 ევროს აღწევს.

FAO-ს ექსპერტების შეფასებით, საქართველოდან კაკლოვანი კულტურების ექსპორტი ღვინოს გადაუსწრებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system